ნიკოლოზ ბარათაშვილი
ბიოგრაფია:
დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. მისი მამა, მელიტონ ბარათაშვილი თარჯიმნის პროფესიასაც ითავსებდა. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო.შემოქმედება:
თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, რუსეთში გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მელიტონ ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა.ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს.
ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ილია ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთადერთი სიყვარული, ეკატერინე ჭავჭავაძე...

ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებელი სოლომონ დოდაშვილი
ეკატერინე ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ლექსი "საყურე"
ვითა პეპელა არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
ჰოჲ, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?
"ფიქრნი მტკვრის პირას"
წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარადა მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსადა თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრებარად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლესარც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიანიმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..




Comments
Post a Comment